იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კომუნიკაციების კომისიას, შესაძლებლობა ექნება მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს და გამოითხოვოს კომერციული ბანკებიდან ან/და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი თავად არ მიაწვდის ინფორმაციას კომისიას. განმარტებით ბარათში წერია რომ დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და შესაბამისად საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან.
