"ევრონიუსის" ცნობით, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას აპირებენ
"ევრონიუსის" ცნობით, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას აპირებენ. საუბარია ე.წ. პრობლემურ უბნებზე, სადაც შედეგების ხელახლა დათვლის მოთხოვნით პეტიცია გამოქვეყნდა. მას ხელი უკვე მოაწერა 160 000-ზე მეტმა ადამიანმა. საბოლოო გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლომ უნდა მიიღოს.
