ისრაელის სამხედროებმა გემი „მადლინი“ დააკავეს, რომელზეც ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი იმყოფებოდა
ისრაელის სამხედროებმა გემი „მადლინი“ დააკავეს, რომელზეც ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო ცნობილი მსახიობი ლიამ კანინგემი და ევროპარლამენტის წევრი რიმა ჰასანიც. ისინი ღაზაში სიმბოლური დახმარების ჩატანას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას გეგმავდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემი ისრაელის კონტროლის ქვეშაა და მისი მგზავრები, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდებიან.
