ლოს-ანჯელესში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება
ლოს-ანჯელესში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. შეტაკებები მოხდა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებსა და აქციის მონაწილეებს შორისაც. არიან დაშავებულები. დაკავებულია ათობით ადამიანი. მასობრივი არეულობები ლოს-ანჯელესში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა არალეგალების დასაკავებლად მასშტაბური რეიდი მოაწყვეს.
