„საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“
„საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ – ამ სახელწოდების ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გახსნა. ლაშა ხუციშვილმა განიხილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება, მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. მინისტრმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართული მოლაპარაკების შესახებ. ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანი მისიის შედეგებსა და გამოთქმულ შეფასებებზე.