აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის ბრალდებულებისთვის გადაცემას სამართალდამცველები ოპერაციის ფარგლებში აკონტროლებდნენ, რის შემდეგაც უცხოეთის ორი მოქალაქე თბილისში დააკავეს.
