დონალდ ტრამპი ეროვნულ გვარდიას ლოს ანჯელესის საპროტესტო გამოსვლების დაშლისთვის მადლობას უხდის
დონალდ ტრამპი ეროვნულ გვარდიას ლოს ანჯელესის საპროტესტო გამოსვლების დაშლისთვის მადლობას უხდის. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თეთრი სახლის ლიდერმა ერთხელ გააკრიტიკა კალიფორნიის შტატის გუბერნატორი და ლოს ანჯელესის მერი იმის გამო, რომ ვითარების სტაბილიზება ვერ შეძლეს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარებას კრძალავს. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ლოს ანჯელესში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში ათობით არალეგალი დააკავეს.
