უკრაინის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე რუსეთს პასუხი ჯერ არ გაუცია
უკრაინის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე რუსეთს პასუხი ჯერ არ გაუცია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვის პასუხი ოპერაცია „ობობას ქსელზე“ დიდი ალბათობით, მასშტაბური, მრავალმიზნობრივი დარტყმის ფორმით განხორციელდება. წყაროები ვარაუდობენ, რომ პასუხი „ასიმეტრიული“ იქნება და რუსები რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. დარტყმები შესაძლოა უკრაინის სამთავრობო შენობებზეც განხორციელდეს.
