ხარკოვში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ხარკოვში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტთა თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 4 გარდაცვლილის შესახებ. უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტებმა მართვადი ავია ბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.