კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს
კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს. თავდასხმა 39 წლის მიგელ ურიბზე ბოგოტაში მოხდა, სადაც ის საარჩევნო კამპანიას ატარებდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი უკვე დააკავა. სამართალდამცველები თავდასხმაში სხვა პირების მონაწილეობის ვერსიასაც განიხილავენ. კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავებს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.
