ლატვიაში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ხმის დათვლის ავტომატური სისტემის გაუმართაობის გამო ხმების ხელით დათვლა გახდა საჭირო
ლატვიაში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ხმის დათვლის ავტომატური სისტემის გაუმართაობის გამო ხმების ხელით დათვლა გახდა საჭირო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. არჩევნებზე ელექტორატის აქტივობამ 47 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მაღალი, 52 პროცენტიანი აქტივობა რიგაში დაფიქსირდა, სადაც წინასწარი მონაცემებით, აინარს შლესერსის პარტია „ლატვია პირველ ადგილზე“ ლიდერობს, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 18 პროცენტი მიიღო, პარტია „ერთობას“ კი, რომელსაც რიგის ამჟამინდელი მერი ვილნის კირსისი წარმოადგენს, ხმათა 16 პროცენტი აქვს. სხვა ქალაქებში სამთავრობო პარტიის კანდიდატებს გაცილებთ დაბალი შედეგები აქვთ.
