ქართული კულტურის დღეები ერევანში
ერევანში ქართული კულტურის დღეები, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“ შოუ პროგრამით დასრულდა. გალა კონცერტი კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში გაიმართა. დარბაზის ფოიეში ასევე გამოიფინა ეროვნული სამოსი.
