ლოს ანჯელესში პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის უკვე მეორე დღეა შეტაკებები გრძელდება
ლოს ანჯელესში პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის უკვე მეორე დღეა შეტაკებები გრძელდება. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფედერალურმა საემიგრაციო სამსახურმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში რეიდი მოაწყო. რეიდის ფარგლებში სამართალდამცავებმა ათობით არალეგალი დააკავეს. პოლიციას მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენება მოუხდა. ხელისუფლებამ ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასამდე ჯარისკაცის შეყვანის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა კი ადგილზე საზღვაო ქვეითთა გაგზავნაც არ გამორიცხა.
