აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის ქალაქებში
აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის ქალაქებში. ტულის ოლქში მდებარე ქალაქ ნოვო მოსკოვსკში ქიმური საწარმო იწვის. ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოზე დრონით განხორციელდა თავდასხმა. მანამდე მოსკოვის სიახლოვეს მდებარე პუშკინოს რაიონში ხანძარი საწვავისა და ზეთების საწყობს გაუჩნდა და 5 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
