კიევის პოლიციამ ლგბტ მარშის მოწინააღმდეგე აქტივისტები დააკავა
კიევის პოლიციამ ლგბტ მარშის მოწინააღმდეგე აქტივისტები დააკავა. ე.წ კიევი პრაიდ პარკის მონაწილეებს, რომლებიც მიხაილოვსკის პროსპექტზე შეიკრიბნენ, ტრადიციული ღირებულებების დამცველები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. დაკავებულია ორგანიზაცია „ძმობის“ რამდენიმე აქტივისტი.
