ლეჩხუმში სახალხო დღესასწაული „ხვამლობა“ აღინიშნა
ლეჩხუმში სახალხო დღესასწაული „ხვამლობა“ აღინიშნა. ისტორიულ ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ. წირვის დასრულების შემდეგ ხვამლის მთაზე ჩატარდა ასპარეზობა დოღში. საპრიზო ადგილებზე გასული ცხენოსნები საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.