სამხედრო ფიცი
თავდაცვის ძალებს რამდენიმე ათეული სრულუფლებიანი სამხედრო მოსამსახურე შეემატა. შესაბამისი ფიცი ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა დადეს. დღეიდან ისინი კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახურებენ. რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა
