ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვად სხვა სახის ნარკოტიკი, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, დიდი ოდენობით მცენარე კანაფი. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო სამეგრელოშიც. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
