კრიზისი ოპოზიციაში
თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე მამუკა ხაზარაძემ ChatGPT-ს კითხვით მიმართა: ამართლებს თუ არა არჩევნების ბოიკოტი. ხელოვნურმა ინტელექტმა არ დააყოვნა და მსოფლიო მაგალითების საფუძველზე ლელოს ლიდერს უარყოფითი პასუხი გასცა. არ ვიცით თანამედროვე ტექნოლოგიების თუ ადგილობრივი რეალობის დამსახურებით, მამუკა ხაზარაძემ ბოლო პერიოდის ყველა რადიკალური განზრახვა ასჯერ დაანონსებული და არგამოქვეყნებული სამოქმედო გეგმიდან გადაფურცლა და სრულიად ახალი გზავნილებით გამოგვეცხადა. ეს გზავნილები იმდენად შეცვლილია, რომ ლელოს ლიდერმა რევოლუციისა და აჯანყების ხსენებაზე ღმერთი ახსენა და 12 წლის თავზე აღმოაჩინა, რომ მაიდანმა უკრაინაში უბედურება მოიტანა. მამუკა ხაზარაძის ფერიცვალებას განსაკუთრებული გაღიზიანება მოყვა დანარჩენ ოპოზიციაში: ნაწილმა ეს კაპიტულაციად შეაფასა, ნაწილმა ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებად, ნაწილმა კი თვითგადარჩენის გეგმად. ხელისუფლებისთვის კი მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები