დიპლომატიის როლი
რა არის დიპლომატია და რა არის მისი არარსებობის შემთხვევაში შედეგი? პასუხი მარტივია: ომი - ეს არის სწორედ დიპლომატიის კრახის შედეგი. უკვე საუკუნეებია დრომ გამოცადა, რომ ომში გამარჯვების მოპოვებაზე რთული, მშვიდობის დამყარებაა. ამიტომაც კაცობრიობამ მრავალი ომის გამოცდილების შედეგად დიპლომატიის სამართალი ჩამოაყალიბა და ის ვენის კონვენციაში მოათავსა. ამ კონვენციაში კი ჩამოთვლილია ის ძირითადი პრინციპები, რასაც ნამდვილი დიპლომატი უნდა ემსახურებოდეს: ურთიერთობების გაუმჯობესება და არა პირიქით, მასპინძლის პატივისცემა და არა პირიქით, მიუკერძოებლობა, მშვიდობის ხელშეწყობა და არა პირიქით. რა შედეგი გვაქვს დღეს, საქართველოს მაგალითზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც არაერთი განცხადებით საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ვენის კონვენციის დაცვისკენ მოუწოდებს, ყველა ის მაგალითი გაიხსენა, რამაც დიპლომატიის მთავარ როლს სახე დააკარგვინა. რადგან დღეს მშვიდობა ისევ გლობალური დაკვეთაა და მასში დიპლომატიას გადამწყვეტი როლი აქვს, შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს უძველესი პროფესია თავის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნდება
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
