პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა მოლდოვას რესპუბლიკის, ასევე თურქეთის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
