ჭორებზე დაფუძნებული ცრუ ბრალდება
ჭორებზე დაფუძნებული ცრუ ბრალდება. ასე აფასებენ მმართველ გუნდში ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩესის განცხადებას. სახელისუფლებო პარტია კონკრეტული გვარების დასახელებას მითხოვს. ამბობენ, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელია და ამაში ფულს გამოიმუშავებს. ოპოზიცია, კი სანჩესის განცხადების სინამდვილეში, დარწმუნებულია. ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩესი ამბობს, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა
