საქართველოს ქალთა ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ქალთა ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა გოგონებმა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები 3-2 დაამარცხეს. გადამწყვეტი მეხუთე სეტი გამოდგა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 15-8 მოიგო. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის მეორე გამარჯვებაა, მანამდე საქართველომ ავსტრიის ნაკრები დაამარცხა და 5 ქულა დააგროვა
