ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი სამხედრო მოსამსახურეები არიან და კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახურებენ. რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა
