პოლონეთში გამართული არჩევნები და შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობები ანჯეი დუდამ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს
პოლონეთში გამართული არჩევნები და შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობები ანჯეი დუდამ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. დიალოგის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი წერს, მან ტრამპს აუხსნა, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება ქვეყანაში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას, ამერიკასთან მჭიდრო მოკავშირეობასა და პარტნიორობას გულისხმობს