შალვა პაპუაშვილი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ბრიტანეთის თანამშრომლობის შესახებ: სწორი მიდგომაა!
„სწორი მიდგომაა“ - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა და ბრიტანეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ევროპარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დემოკრატიის ფარის“ ჯგუფის ევროპარლამენტარები მიმდინარე კვირაში ლონდონს ესტუმრნენ, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში და განეხილათ როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო პასუხები. დელეგაცია შეხვდა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა პალატისა და ლორდთა პალატის წარმომადგენლებს
