პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები. ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის
