ტრამპი VS მასკი
ურთიერთბრალდებები, სიტყვების ომი და სკანდალური განხეთქილება ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ტესლას მფლობელთან დიდებული მეგობრობა სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება. ამერიკული მედია წერს, რომ თეთრი სახლის დიდი „რომანსი“ დასრულებულია. ტრამპი და მასკი ერთმანეთით იმედგაცრუებულები არიან. განხეთქილების საფუძველი საბიუჯეტო კანონპროექტი გახდა, რომელსაც ილონ მასკი რამდენიმე დღეა მწვავედ აკრიტიკებს. განსაკუთრებით კი იმ ფაქტს იწუნებს, რომ დოკუმენტი სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის 5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
