წამება და ბიზნესის რეკეტი
როგორ მიიყვანეს სიკვდილამდე ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის საპროტესტო აქციის მონაწილეების რეგიონებიდან ჩამოყვანას უზრუნველყოფდა. სიკვდილის პირას მყოფი გიორგი ავალიშვილი ოჯახს ციხიდან გამოატანეს და მალევე გარდაიცვალა. თუმცა ეს ფაქტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოხდა. ასე იმალებოდა საპატიმროებში წამება, ძალადობა და იქმნებოდა ყალბი სტატისტიკა, რასაც სააკაშვილი ე.წ. დემოკრატიად ჰყიდდა. საგამოძიებო კომისიამ გიორგი ავალიშვილის ისტორია გარდაცვლილის დისგან მოისმინა. დღევანდელ სხდომაზე ბიზნესის რეკეტის კიდევ ერთი ფაქტი აღრიცხეს, დასახელდა დავით კირკიტაძის ძმა, ასევე სააკაშვილის მოქმედი ადვოკატი ბექა ბასილაია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
