ერევანში ქართული კულტურის დღეები იმართება, რომელზეც საქართველო მრავალფეროვანი პროგრამით არის წარმოდგენილი
ქართული კულტურის დღეები საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება გამოფენა „საქართველო: ღვინის სამშობლო“, ბავშვთა და შემოქმედებით ზონაში წარმოდგენილია ქვევრის ხატვის სახელოსნო და კალიგრაფიის კუთხე. მთელი დღის განმავლობაში კულტურულ ღონისძიებებს მუსიკალურად აფორმებს კვარტეტი „რანინა“. საღამოს გაიმართება ჯგუფ „გუფი ლენდის" კონცერტი, ხვალ კი ქართული კულტურის დღეებს დაასრულებს ანსამბლი “ერისიონი“.
