დეზინფორმაცია და მისი გავლენა არჩევნებზე - ამ საკითხებს განიხილავენ საარჩევნო ადმინისტრაციების მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს კონფერენციის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნიდან.
