საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვალერი შოშიაშვილს და გიული ავალიშვილს მოუსმინეს
ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა ბიზნესზე ზეწოლასა და რეკეტზე ისაუბრა. მისი თქმით ფულს ვანო მერაბიშვილის სახელით დავით კირკიტაძის ძმა სძალავდა. როგორც შოშიაშვილმა განაცხადა, ბიზნესის რეკეტში ჩართული იყო ბექა ბასილაიაც, რომელიც მაშინ გამომძიებელი იყო. საკუთარი ძმის ისტორიაზე ისაუბრა გიული ავალიშვილმა. მისი თქმით გიორგი ავალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც გიული ავალიშვილი ჰყვება მისი ძმა რამდენიმე დღის განმავლობაში ციხის მორგშიც ჰყავდათ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა. ავალიშვილის დაპატიმრების მიზეზი მის მიერ საპროტესტო აქციაზე, კახეთიდან თბილისში მოქალაქეების ჩამოყვანა გახდა.
