„ქართული ოცნება" სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით მიმართავს
„ქართული ოცნება" სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით მიმართავს, იმისთვის, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მმართველ გუნდში ყურადღებას ამახვილებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა და რომელიც თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ეხება.
