პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" გრძელდება
პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" გრძელდება. ზაფხულის ფაზა ექსტრემალური სპორტის სახეობით გაიხსნა. „საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირისა“ და საქართველოს პარა გლაიდინგის ფედერაციის ორგანიზებით სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, ომის ვეტერანებმა და ონკო პაციენტებმა პარაპლანით იფრინეს. პროექტი 2012 წლიდან ხორციელდება.