ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. სასწავლებელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესტუმრნენ. მოსწავლეებმა სამხედრო ლიცეუმი მშობლებთან ერთად დაათვალიერეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა კადეტებმა სასწავლებლის ხელმძღვანელი პირებისგან სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, ლიცეუმში არსებულ პროგრამებზე, საცხოვრებელ პირობებზე ინფორმაცია მიიღეს. ღია კარის დღისთვის ლიცეუმის ტერიტორიაზე კადეტებმა წარმოადგინეს რობოტექნიკა და დრონები, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებად რეგისტრაციას 18 ივნისს დაიწყებს და პროცესი 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
