თბილისის საქალაქო სასამართლო, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მსჯელობს. დღეს დაიწყო საქმის არსებითი განხილვა. ხაზარაძე და ჯაფარიძე დაბარების მიუხედავად საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ, სასამართლომ მათ აღკვეთი ღონისძიების სახედ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც დადგენილ ვადებში გადაიხადეს.
