სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა
სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა. ირაკლი კირცხალიას თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კარგად ორგანიზებული სიძულვილისა და ტერორის კამპანია, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების, დონორების და რიგ შემთხვევებში უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ არის წახალისებული.
