საქართველოს კინო აკადემიის დიდ კინო დარბაზში, ქართული თეატრის და კინოს მსახიობის, ტრისტან სარალიძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი, საიუბილეო ხსოვნის საღამო გაიმართა
საქართველოს კინო აკადემიის დიდ კინო დარბაზში, ქართული თეატრის და კინოს მსახიობის, ტრისტან სარალიძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი, საიუბილეო ხსოვნის საღამო გაიმართა. პირადი ისტორიებითა და მოგონებებით მეგობრებმა და კოლეგებმა მსახიობის შემოქმედებითი წლები გაიხსენეს. დიდ ეკრანზე ჩანაწერების სახით წარმოდგენილი იყო კინოსა და რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის წლების განმავლობაში შექმნილი მსახიობის დაუვიწყარი როლები. ღონისძიების ბოლოს მაყურებელმა რეჟისორ ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩიტები“ იხილა, სადაც მსახიობმა ერთ ერთი ბოლო მთავარი როლი შეასრულა კინოში.