კონფლიქტი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის
კონფლიქტი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის. ტრამპი მასკის კომპანიებისთვის სუბსიდირებისა და სამთავრობო კონტრაქტების შეწყვეტას არ გამორიცხავს, ამასთან ტრამპი აცხადებს რომ მასკს წასვლა თავადვე სთხოვა. საპასუხო პოსტები გამოაქვეყნა ილონ მასკმა, შეერთებულ შტატებში ახალი პარტიის შექმნაზე ინტერაქტივი გამოაცხადა, დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფების შედეგად რეცესია იწინასწარმეტყველა და სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტს დაეთანხმა, სადაც ტრამპის იმპიჩმენტსა და მისი ვიცე პრეზიდენტით, ჯეი დი ვენსით ჩანაცვლებაზე იყო საუბარი, კამათს შედეგი ავტო ბაზარზე უკვე მოჰყვა. კომპანია ტესლას აქციები 9- % ით გაუფასურდა და თებერვლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
