ტრამპის ადმინისტრაციამ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა
ტრამპის ადმინისტრაციამ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. სააგენტო როიტერი ცნობას შტატების სახელმწიფო მდივანზე, მარკო რუბიოზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ ისინი შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელის შეშლის მცდელობა უწოდა.
