თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გრძელდება
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გრძელდება. ამ წუთებში რამდენიმე პლენარული სესია მიმდინარეობს, საუბარი შეეხება საკითხებს, როგორიცაა განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ასევე მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა საქართველოში, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში. ფორუმში ადგილობრივ მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დარგის ექსპერტები
