ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ღონისძიებაზე პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი დაესწრო. წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია.
