პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია, სადაც, თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. გარდა ამისა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
