ოპოზიცია დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კონკრეტული ინსტრუქციების და დავალებების მისაღებად დადის - ასეთია მმართველი გუნდის კომენტარი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაში, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის მონაწილეობაზე
ოპოზიცია დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კონკრეტული ინსტრუქციების და დავალებების მისაღებად დადის - ასეთია მმართველი გუნდის კომენტარი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაში, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის მონაწილეობაზე. ფაქტს ადასტურებს თაკო ჩარკვიანი, ის ამბობს, რომ საელჩოში კონკრეტული დიპლომატის გაცილების ღონისძიებას ესწრებოდა. ბრიტანეთის საელჩოში ყოფნას უარყოფს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. „ქრონიკის“ ინფორმაციით, საელჩოში იმყოფებოდნენ ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ანა დოლიძე და მაია ფანჯიკიძე, თუმცა არცერთი მათგანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. „ქრონიკამ“კითხვით მიმართა ბრიტანეთის საელჩოსაც, თუმცა პასუხი არ მიგვიღია
