მმართველი გუნდი ცინიკურს უწოდებს გზავნილებს, რომლებიც შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია
მმართველი გუნდი ცინიკურს უწოდებს გზავნილებს, რომლებიც შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია. დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება ქართული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან. ამ განცხადების საპასუხოდ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 2024 წლის ნოემბრის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელი თბილისის აქციებზე საუბრობს, ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებს და იხსენებს უკრაინის მაიდანს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ამ მიდგომაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციურ მოწოდებებთან დაკავშირებით ერთი შესწორება აქვს
