პარლამენტის თავმჯდომარე ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს საქმეებში სხვადასხვა ფორმით ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას
პარლამენტის თავმჯდომარე ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს საქმეებში სხვადასხვა ფორმით ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას. შალვა პაპუაშვილი, ევროსტრუქტურების გარდა, აკრიტიკებს საქართველოში აკრედიტებულ იმ დიპლომატებსაც, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, ჩართული არიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და ძირითადად ოპოზიციის გზავნილებს იმეორებენ. მმართველი გუნდი საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების უსამართლო დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, დიპლომატებს კი ვენის კონვენციაზე მიუთითებს. ამ ფონზე „ქართული ოცნება“ აქცენტს აკეთებს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე
