ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღონისძიება დედაქალაქის მერმა გახსნა. მონაწილეებს მიმართეს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა. მმართველმა გუნდმა ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებაში მშვიდობის როლზე გააკეთა აქცენტი. მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი გამოწვევის და სირთულის მიუხედავად, ხელისუფლება ახერხებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, რაც საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორია