„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის გოლი ლიგა ერთში 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა
„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის გოლი ლიგა ერთში 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. გამოკითხვაში, რომელშიც 8 ნომინანტი იყო, გამარჯვება დავითაშვილის გოლმა ყველაზე მეტი ხმით მოიპოვა. ზურიკო დავითაშვილმა ბურთი მეცხრე ტურში „ოსერს“ გაუტანა. თამაშში ქართველმა ჰეტ-თრიქი შეასრულა.
