ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში ოპერაციისას ჰამასის მიერ გატაცებული 2 მძევლის ცხედრებს მიაკვლიეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში ოპერაციისას ჰამასის მიერ გატაცებული 2 მძევლის ცხედრებს მიაკვლიეს. 70 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ჰამასის მებრძოლებმა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმისას გაიტაცეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი მოჯაჰედური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს.
