ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს
ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. ალიანსის გენერალური დირექტორის განცხადებით, ჰააგაში დაგეგმილ სამიტამდე, ლიდერები თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და თავდაცვაზე გაწეული ხარჯების გაზრდაზე უნდა შეთანხმდნენ. ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ემხრობა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილ სამიზნე ნიშნულს - კერძოდ, ჩრილო-ატლანტიკური ალიანსის თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5-ი პროცენტის დახარჯვას. ამერიკის თავდაცვის მდივანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე შეთანხმებას თვის ბოლოს დაგეგმილ სამიტამდე მიაღწევენ.
